რისთვის გაგზავნა რუსეთმა სირიაში С-300-ები?

14585757_651671384993052_1338034357_oრუსული მედია ქვეყნის თავდაცვის უწყებაზე დააყრდნობით აცხადებს, რომ რუსეთმა სირიაში С-300-ს ტიპის საზენიტო სარაკეტო კომპლექსები გააგზავნა…
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ვერსიით, საზენიტო კომპლექსები ტარტუსის საზღვაო ბაზისა და მის სიახლოვეს ზღვაზე მყოფი გემების ჰაერიდან დასაცავად გაიგზავნა… თუმცა უწყებას არ დაუკონკრეტებია ვისგან დასაცავად…
საქმე იმაში გახლავთ, რომ სირიაში რუსეთ-ასადის წინააღმდეგ მებრძოლ არც ისლამისტებს და არც ოპოზიციურ ძალებს საჰაერო თავდასხმის არანაირი საშუალება არ ჰყავთ და ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია… ერთადერთი ვის წინააღმდეგაც შესაძლებელია ამ კომპლექსების გამოყენება, კოალიციური ძალების ავიაციაა… რასაც როგორც ჩანს პუტინ-ასადის დუეტი აარ გამორიცხავს.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი სპეციალურ განცხადებას აკეთებს
შემდეგი სტატიაგივი თარგამაძის მანქანის აფეთქებისას დაშავებულების რიცხვი 4-მდე გაიზარდა