მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ფინალშია

რიოს ოლიმპიურ თამაშებზე 57 კგ წონით კატეგორიაში თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ფინალში გავიდა.

ნახევარფინალში ქართველმა მოჭიდავემ ბულგარელ ვლადიმირ დუბოვს 8:4 სძლია.

ქართველი მოჭიდავე შეჯიბრში მერვედფინალურ ეტპაზე ჩაერთო, სადაც ყაზახეთის წარმომადგენელი ნურისლამ სანაიევი მძიმე ბრძოლაში 4:3 დაამარცხა. მეოთხედფინალში ხინჩეგაშვილმა აზერბაიჯანელ ჰაჯი ალიევს 5:3 სძლია.

banner
წინა სტატიაშიავღანეთში მყოფი ქართველი მოსამხურეები საპარლამენტო არჩევნებში ხმას პირველ ოქტომბერს მისცემენ
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: პრეზიდენტებს ბოტოქსების, მასაჟისტების და სუშის ქვითრის გამო არ იჭერენ”