რიმა ბერიძე: დღეში საკვებად 1 ლარი და 18 თეთრი საკმარისია

საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატი რიმა ბერიძე მიიჩნევს, რომ დღეში 1 ლარი და 18 თეთრი საკვებად საკმარისია.

შესაბამისად ბერიძე არ თვლის, რომ უფასო სასადილოებისთვის ბიუჯეტით განკუთვნილი თანხა საკმარისი არ არის.

მისი თქმით, დღეში ერთხელ საკვები კალორიების დაცვით ხორციელდება და ამისთვის ბიუჯეტით განსაზღვრული თანხა საკმარისია.

„1 ლარსა და 18 თეთრში თავიდან ბოლომდეა გათვლილი კალორიულობა, ის, რაც საჭიროა. ვფიქრობ, რომ ამ ამ კუთხით ჩვენ შენიშვნები არ გაგვაჩნია“, – განაცხადა რიმა ბერიძემ.

2016 წლის თბილისის ბიუჯეტის თანახმად, სოციალურად დაუცველთათვის უფასო სასადილოებში მენიუ თითო კაცზე 1 ლარი და 18 თეთრი ჯდება, რაც სასადილოში მომუშავე პერსონალის თქმით საკმარისი არ არის.

banner
წინა სტატიაშიმორიგი ტერაქტი- ნიგერიაში 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: ის კაცი არჩეულია და 6 წელი მას ვერავინ შეეხება, თუ მან თვითონ არ დაარღვია კანონი