რიმა ბერაძემ და გიორგი გაბუნიამ გადაცემა არჩევანში მწვავედ იკამათეს

გადაცემა არჩევანში ქართული ოცნების საკრებულოს წევრ რიმა ბერაძესა და გადაცემის წამყვან გიორგი გაბუნიას შორის მწვავე კამათი გაიმართა.

დეპუტატი რიმა ბერიძე რუსთავი2-ს მისი ცნობილი სკანდალური განცხადების დამახინჯებაში ადანაშაულებდა და ამას მიზანმიმართულ კამპანიას უწოდებდა.

დეპუტატის მტკიცებით, ტელეკომპანია გასული 7 წლის განმავლობაში უფასო სასადილოების თემით არასდროს დაინტერესებულა და, რომ მან ვერ იპოვნა ვერც ერთი სიუჟეტი ამ თემაზე.

რიმა ბერაძის ამ განცხადებას გადაცემის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ “მტკნარი სიცრუე” უწოდა.

ასეთი შეფასების გამო კი ის რიმა ბერაძემ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ გადაცემის წამყვანის მხრიდან ასეთი შეფასებები მიუღებელია.

banner
წინა სტატიაშირიმა ბერაძე საკუთარ სკანდალურ განცხადებას განმარტავს
შემდეგი სტატია,,საზოგადოებას არ აინტერესებს, რა თქვა ან რას იტყვის რიმა ბერიძე”