რიკოთზე 97-მდე ხიდი და 53 გვირაბი აშენდება

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აპრილი 17, 2018 16:43

რიკოთზე 97-მდე ხიდი და 53 გვირაბი აშენდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, ირაკლი ქარსელაძე, ევროპის საინვესტიციო ბანკის მისიის წარმომადგენლებთან ერთად, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მიმდინარე საპროექტო სამუშაოებს გაეცნო. ევროპის საინვესტიციო ბანკი, ჩუმათელეთი-არგვეთას გზის 2 მონაკვეთის მშენებლობას დააფინანსებს. კერძოდ, ჩუმათელეთი- ხევისა და უბისა-შორაპანის მშენებლობას.
საერთო ჯამში, რიკოთის უღელტეხილზე დაგეგმილია 52 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 97-მდე ხიდსა და 53-მდე გვირაბს მოიცავს. პროექტზე ჯამში 1 მილიარდ დოლარამდე დაიხარჯება. საპროექტო სამუშაოების დასრულება 2018 წლის მაისისთვის არის დაგეგმილი. შემდეგი ეტაპი, სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერის გამოცხადებაა, რის შემდეგაც ეტაპობრივად დაიწყება სამშენებლო სამუშაოები.
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციად არის დაყოფილი: ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი (I სექცია) 11.7 კმ, ხევი-უბისას მონაკვეთი (II სექცია) 12,2 კმ, უბისა-შორაპანის მონაკვეთი (III სექცია) 13 კმ. შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი (IV სექცია) 14,7კმ.
ჩუმათელეთი-არგვეთას მონაკვეთი E60 ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და ერთერთი ურთულესი მონაკვეთია. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით. რიკოთის მოდერნიზება ხელს შეუწყობს ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობისა და სატრანზიტო ტვირთბრუნვის ზრდას, ასევე ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლებას და მგზავრობის დროის შემცირებას.
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობაზე 5 000 -მდე ადამიანი დასაქმდება.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აპრილი 17, 2018 16:43

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,595
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics