რიყის პარკში დღეს ევროპის დღეების გახსნისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართება

დღეს რიყის პარკში საქართველოში ევროპის დღეების გახსნისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართება. საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ორგანიზებით, ღია ცის ქვეშ მოეწყობა „ევრო სოფელი“, სადაც სტუმრებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ სხვადასხვა შემეცნებით, გასართობ და სპორტულ აქტივობაში. საზეიმო ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მისასალმებელი სიტყვით მიმართავს.
მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას უვიზოდ მოგზაურობასთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი-ზუგდიდის ოქროს ბირჟის მძარცველი თბილისში დააკავეს
შემდეგი სტატიასიგარეტის მოწევაზე დაკისრებული ჯარიმებით ხელისუფლება დამატებითი მილიონების შოვნას აპირებს – შალვა ნათელაშვილი