რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ნოემბერი 7, 2017 13:17

რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ 10 ნოემბრიდან 27 ნოემბრამდე რიყე – ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს ვერ მოემსახურება.

ამ პერიოდის განმავლობაში ჩატარდება რეგლამეტით გათვალისწინებული, ექსპლუატაციის ინსტრუქციისა და ევრო ნორმების შესაბამისი სამუშაოები, რომელიც ყოველი 22 500 ნამუშევარი საათის შემდეგ იგეგმება. სამუშაოებს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამის ტექნიკურ ჯგუფთან ერთად კომპანია ლეიტნერის სპეციალისტები ჩაატარებენ. გარდა ამისა, აღნიშნული დროის მონაკვეთში საბაგიროს ორივე სადგურსა და სარემონტო ზონაში შეიცვლება ძველი იატაკის საფარის ფენა და ჩანაცვლდება ახლით.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ნოემბერი 7, 2017 13:17

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,617
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics