რიგითი მერაბ ჭაჭიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს

იგითი მერაბ ჭაჭიაშვილი, 18 აგვისტოს, საყარაულო განაწესის გეგმიური შეცვლისას, უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს რიგით მერაბ ჭაჭიაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს.

უწყების ინფორმაციით, ჩატარებული ექსპერტიზის პირველადი მონაცემებით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ტვინში არატრამვული სისხლჩაქცევა გახდა. გარეგნული დათვალიერებით, სხეულს ფიზიკური დაზიანების კვალი არ აღენიშნებოდა.

საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 116 მუხლის პირველი ნაწილით. საქმეს იძიებს საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი.

“რიგითი მერაბ გიორგის ჭაჭიაშვილი სავალდებულო სამხედრო სამსახურში მიმდინარე წლის ივნისის თვეში გაიწვიეს და სავალდებულო სამსახურს საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის შენახვის ბაზაზე გადიოდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რიგითი მერაბ ჭაჭიაშვილის გარდაცვალების გამო და დაკრძალვის ხარჯებს სრულად დაფარავს”,-აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგანათლების მინისტრი სამუშაო ვიზიტით სამცხე-ჯავახეთს ეწვია
შემდეგი სტატია,,ყოველი ჩვენთაგანის მიზანია მოვიპოვოთ ის სულიერი ხელთუქმნელი ნათელი, რომელიც აქვს ჩვენს უფალს იესო ქრისტეს”