რიგგარეშე სხდომა პრეზიდენტის თანხმობის გარეშეც დაინიშნება – უმრავლესობა

საპარლამენტო უმრავლესობა რიგგარეშე სესიის დანიშვნასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის თანხმობას ელოდება. საქმე ეხება პარლამენტის რიგგარეშე სხდომას, სადაც ქვეყნის კონსტიტუციური მოწყობის, მათ შორის პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლა უნდა გადაწყდეს. პრეზიდენტს გადაწყვეტილების მისაღებად 48 საათი აქვს. თუმცა მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ პლენარული სხდომა პრეზიდენტის თანხმობის გარეშეც დაინიშნება. ამის უფლებას პარლამენტის თავმჯდომარეს კანონმდებლო აძლევს.

„იმ შემთხვევაშიც თუ პრეზიდენტი არ დანიშნავს რიგგარეშე სესიას, საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია გამართოს ასეთი სესია. ფაქტია, რომ პრეზიდენტი შეგნებულად არ დაეთანხმა კობახიძის შეთავაზებას, იმიტომ, რომ ვენეციის კომისიამ პრაქტიკულად ხაზი გადაუსვა მათ არგუმენტებს. ჩვენ შევთანხმდით, რომ შერეული სისტემა დარჩება 2020 წლისთვის, ოღონდ საარჩევნო ბარიერი პროპორციულ ნაწილში დაიწევს 3%-მდე. ბლოკების გაუქმებასთან ერთად 3%-იანი ბარიერი 2020 წელს, უზრუნველყოფს პარტიების მაქსიმალურ განვითარებას,“-აცხადებს მამუკა მდინარაძე.

banner
წინა სტატიაში12:00 საათიან “კურიერს” ახალი წამყვანი ჰყავს
შემდეგი სტატია“ევროპულმა საქართველომ” პლებისციტის მოთხოვნით 150 ათასამდე ხელმოწერა შეაგროვა