რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება გამართლებული არ იქნება – კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ქვეყნისთვის გამართლებული არ იქნება.

„მე მგონია, რომ ქვეყნისთვის ამ ეტაპზე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება არ იქნება სწორი. მათ შორის იმ თვალსაზრისითაც, რომ დღეს, თუ ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, ოპოზიციის რაოდენობა პარლამენტში, რომელიც დღეს 33-ს შეადგენს, შესაძლოა კიდევ უფრო შემცირდეს. ამას ვამბობ ყოველგვარი სარკაზმის და ირონიის გარეშე. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა გარემოება მიგვითითებს იმაზე, რომ სჯობს არ ჩატარდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. ასევე, პირობითად, დღეს თუ ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, ამ შემთხვევაში პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედება კიდევ უფრო გადავადდება 2 წლით, რაც იქნება არასწორი მოვლენა. სხვადასხვა მიზეზებით, არ იქნება სწორი ქვეყნისთვის, განვითარებისთვის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება“, – აღნიშნა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი თავის განცხადებებში არასერიოზული იყო – კობახიძე
შემდეგი სტატიათეა წულუკიანს თამარ ჩუგოშვილი შეცვლის