რიგგარეშე ყრილობა ძიუდოს ფედერაციაში – ნაკრების წევრები საგანგებო განცხადებისთვის ემზადებიან

დაახლოებით ერთ საათში საქართველოს ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა გაიმართება. დღის წესრიგში ორი ძირითადი საკითხია – ფედერაციის პრეზიდენტის ანგარიში და მიმდინარე პროცესები. პროტესტის ნიშნად ყრილობას სავარაუდოდ, არ დაესწრებიან ის სპორტსმენები, რომლებიც პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ.

მათი შეფასებით დავით ქევხიშვილი ვერ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას. თავად ქევხიშვილი კი, როგორც ცნობილია, გადადგომას არ აპირებს.

“დასწრებას სავარაუდოდ, არ ვაპირებთ. ველოდებით პასუხებს. ვალდებულებებს ვერ ასრულებს თორემ იურიდიულად იგი პრეზიდენტია დღესაც,”-აცხადებს ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი.

ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრები საგანგებო განცხადების გაკეთებას აპირებენ. განცხადებას გააკეთებს სპორტის მინისტრიც.

banner
წინა სტატიაშიძიუდოისტთა პროტესტი და ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა – მიხეილ გიორგაძე განცხადებას გააკეთებს
შემდეგი სტატიასეტყვა თელავის მუნიციპალიტეტში – სტიქიამ სოფლები, კისისხევი და წინანდალი დააზარალა