რევაზ საყევარიშვილი ტელეკომპანიაში საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს

რეზო საყევარიშვილი და დავით დვალი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

რუსთავი 2-ის დროებითი მმართველი რევაზ საყევარიშვილი ტელეკომპანიაში საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს. ამის შესახებ საყევარიშვილმა დღეს თავად ისაუბრა და კოლეგებს ტელეკომპანიაში პირობა მისცა, რომ არც ერთი მათგანი არ დატოვებს სამსახურს. თუმცა, აქვე საყევარიშვილი ამბობს, რომ საკუთარი ნება-სურვილით ჟურნალისტებს შეეძლებათ წასვლა და ასევე ჟურნალისტურ პრინციპებთან კონფლიქტში არ შედის.

რეზო საყევარიშვილი საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით მეტ კონკრეტიკას თავს არიდებს.

„ჩვენ, როგორც დროებითი მმართველები ვალდებულები ვართ უზრუნველყოთ კომპანიის წარმატებული საქმიანობა. განურჩევლად იმისა, როგორ დამთავრდება ეს სამართლებრივი დავა, რომ ის მეპატრონეს ჩაბარდეს, როგორც გამართული ინსტიტუტი, რომელიც ფუნქციონირებს, მოგებაზეა გასული და არის რეიტინგული,“ – აცხადებს რეზო საყევარიშვილი.

banner
წინა სტატიაშიდავით დვალი: აზრად არავის მოუვიდეს ერთი ზარის განხორციელება და ტელევიზიის საქმიანობაში ჩარევა
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: დაუშვებელია, ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება წარიმართოს სააკაშვილ-ხალვაშის სცენარით