რევაზ საყევარიშვილი ორჯერ ასრულებდა იმედის გენერალური დირექტორის მოვალეობას

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს რევაზ საყევარიშვილი შეცვლის, რომელიც ამ წუთამდე ტელეკომპანია იმედში ერთერთ ხელმძღვანელ პოსტს, გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

რევაზ საყევარიშვილი ეკონომიკური მიმართულების ჟურნალისტია. მუშაობდა სხვადასხვა გაზეთში, ის ორჯერ ასრულებდა ტელეკომპანია იმედის გენერალური დირექტორის მოვალეობას. მეორედ ამ Tანამდებობაზე მას შემდეგ დაინიშნა, რაც ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა 2012 წლის არჩევნების შემდეგ ტელეკომპანია დაიბრუნა. მის სახელს უკავშირდება პირველი სერიოზული რეორგანიზაცია ტელეიმედში.

საყევარიშვილის გენერალურ დირექტორად მუშაობის პერიოდში არხი საინფორმაციო სამსახურის დიდ ნაწილს დაატოვებინეს. საყევარიშვილთან ერთად რუსთავი 2-ის მართვაში დავით დვალი ჩაერთვება.

banner
წინა სტატიაში“რეესტრმა თუ დაარეგისტრირა, ესე იგი კანონის შესაბამისად არის”
შემდეგი სტატიამოსამართლე ურთმელიძის განჩიენებას, რუსთავი 2-ი ვერ გაასაჩივრებს