Reuters-მა “ვიკილიქსის” შესაძლო წყარო დაასახელა

ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს საიდუმლო დოკუმენტები, რომელიც “ვიკილიქსის” ხელში მოხვდა, საიტს, სავარაუდოდ, სამოქალაქო მოსამსახურეებმა გადასცეს, რომლებიც სამმართველოში კონტრაქტით მუშაობენ. მათი პიროვნებები დგინდება – დღეს Reuters-მა გაავრცელა სადაზვერვო სამსახურში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.

სააგენტო აღნიშნავს, რომ საიდუმლო მასალების შესაძლო გაჟონვა ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ გასული წლის ბოლოს დააფიქსირა.
მარტის დასაწყისში, როცა WikiLeaks-მა 8,7 ათასზე მეტი დოკუმენტი გამოაქვეყნა, ეს ეჭვები დადასტურდა.
WikiLeaks-ი ირწმუნება, რომ სამმართველომ საკუთარ არქივზე კონტროლი დაკარგა და ახლა ის საერთაშორისო ჰაკერებისათვის ხელმისაწვდომია. თვითონ დაზვერვის სამსახურს გამოქვეყნებული დოკუმენტების ავთენტურობა არ დაუდასტურებია.

banner
წინა სტატიაშისაკრებულოსთან „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირებაა
შემდეგი სტატიათეთრ სახლში რუსეთთან თანამშრომლობის შანსები შეაფასეს