Reuters-ის ყოფილ თანამშრომელს საიტის გატეხვის მცდელობისათვის ორი წელი მიუსაჯეს

Reuters-ის ყოფილ თანამშრომელს საიტის გატეხვის მცდელობისათვის ორი წელი მიუსაჯეს

Reuters-ის ყოფილ თანამშრომელს მეთიუ კისს გამოცემა Los Angeles Times-ის საიტის გატეხვის მცდელობისათვის ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
Reuters-ში კისი სოციალური მედიის რედაქტორის მოადგილის თანამდებობაზე იყო, 2010 წელს ის მედიაკორპორაცია The Tribune Company-ში მუშაობდა, რომელსაც ეკუთვნის Los Angeles Times-ი. როგორც გამოძიებამ დაადგინა, მან Anonymous-ის ჰაკერებს კომპანიის სამსახურეობრივი აკაუნტების პაროლები გადასცა. Reuters-დან ის 2013 წელს მას შემდეგ გაანთავისუფლეს, რაც მას კიბერდამნაშავეებთან კავშირში დასდეს ბრალი.
კისსის ადვოკატები ამბობენ, რომ მომხდარი მხოლოდდამხოლოდ უწყინარი ხუმრობა იყო და მეტი არაფერი.

banner
წინა სტატიაშილეხ ვალენსამ განაცხადა, რომ მზად არის პოლონეთის მთავრობის წინააღმდეგ ბარიკადებს მიღმა აღმოჩნდეს
შემდეგი სტატიასოციალური ქსელის მომხმარებლები მუმიას დროში მოგზაურობის შესახებ საუბრობენ