Reuters: “ისლამური სახელმწიფო” ეგვიპტის ტერაქტების შემდეგ ახალ ტერაქტებს აანონსებს

ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო”, დღეს ეგვიპტის ტერაქტების შემდეგ ახალ ტერაქტებს აანონსებს – ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ექსტრემისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ეგვიპტის ტერაქტები ორმა ბოევიკმა მოაწყო “თვითმკვლელის ქამრით”, მათი სახელებია აბუ ალ-ბარაა ალ-მარსი და აბუ ისხაკ ალ-მასრი.

ადრე “თაიმერმა” გაავრცელა, რომ მინიმუმ 42 ადამიანი გარდაიცვალა ეგვიპტეში ორ კოპტურ ეკლესიაში მომხდარი აფეთქების შედეგად. პირველი აფეთქება ალექსანდრიიდან 130 კმ-ში, ქალაქ ტანტაში მოხდა, რომლის შედეგადაც 29 ადამიანი გარდაიცვალა. პროვინციის გუბერნატორის თქმით, რომელსაც ქალაქი ეკუთვნის, სავარაუდოდ, ეკლესიაში დისტანციური მართვის ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. რამდენიმე ხნის შემდეგ მოხდა მეორე თავდასხმა – ამჯერად უკვე თვითონ ალექსანდრიაში, სადაც 13 ქრისტიანი-კოპტი გარდაიცვალა.
დაღუპულთა შორის არის პოლიციის ოთხი თანამშრომელი, რომლებიც თვითმკვლელის შეჩერებას შეეცადნენ.

უშიშროების თანამშრომლებმა კიდევ ორი ასაფეთქებეი მოწყობილობა გააუვნებელყვეს ქალაქ ტანტაში.
აფეთქებების შედეგად ტანტაში 71 ადამიანი დაშავდა, ალექსანდრიაში – 35.

banner
წინა სტატიაში(video) სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას სეპარატისტები ალანიას დაარქმევენ
შემდეგი სტატიაანატოლი ბიბილოვის შტაბი ავრცელებს, რომ არჩევნები ბიბილოვმა მოიგო