რეტროგრადების საუკეთესო წარმომადგენლები არიან გია ვოლსკი, ზვიად კვაჭანტირაძე – არმაზ ახვლედიანი

ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრის, არმაზ ახვლედიანის, თქმით, რეტროგრადების საუკეთესო წარმომადგენლები არიან გია ვოლსკი, ზვიად კვაჭანტირაძე.

ამ საკითხზე მან გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში ისაუბრა და კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რატომ დატოვა მან პარტია.

“შეიცვლება ფასადი. ეს იქნება მორიგი ცვლილება ფასადისა. ოცნებამ უკვე დაანონსა ახალი სახეები, დაანონსა კეთილი და კარგად შეკაზმული სიტყვები. ამის იქით არაფერს ველოდები და არც საზოგადოება უნდა ელოდოს. გადაწყვეტილების მიმღებები ისევ ის ადამიანები იქნებიან. ასე რომ, არაფერი შეიცვლება. განსხვავებული აზრი გახდა მიუღებელი და ამის მაგალითი მე თავად ვარ. მე პოლიტსაბჭოში ვერ დავინახე ვერცერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია, საჭირო დროს თქვას “არა”. არიან ისეთებიც, რომლებიც მზად არიან, რომ საკუთარი მდგომარეობის შესანარჩუნებლად ნებისმიერი გზა გამოიყენონ. ოცნებამ ვერ მოახერხა, გაეშვათ ისინი, ვინც ეწინააღმდეგებიან რეფორმებს ოცნებაში და მოეყვანათ ნორმალური ადამიანები. რეტროგრადების საუკეთესო წარმომადგენლები არიან გია ვოლსკი, ზვიად კვაჭანტირაძე, მაგრამ არამარტო ეს ორი ადამიანი,“ – განაცხადა ახვლედიანმა.

 

https://youtu.be/EAX7-u8g8as

banner
წინა სტატიაშითურქეთში ძალოვანებით სავსე ავტობუსი ააფეთქეს
შემდეგი სტატია,,ბერძენიშვილს ”პასტა” ვერ გააგდებინეს ხელიდან ”კაგებეს” იზოლატორში, იმხელა ჩვენებები აქვს დაწერილი”