რესპუბლიკურმა პარტიამ ტრამპს სკანდალის შემდეგ მაინც დაუჭირა მხარი

ტრამპმა კონკურენტს

ტრამპის განცხადებას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურარესპუბლიკური პარტიის ეროვნულმა კომიტეტმა განცხადება გაავრცელა იმის შესახებ, რომ აგრძელებს საკუთარი კანდიდატის დონალდ ტრამის მხარდაჭერას – დღეს Politico ავრცელებს პარტიის წარმომადგენლზე, რეინს პრიბასზე დაყრდნობით.
პირველ ყოვლისა, მინდა გარკვევით ვთქვა, რომ რესპუბლიკური პარტია ტრამპის კამპანიასთან ერთად მოქმედებს და ჩვენ მათთან მშვენიერი ურთიერთობა გვაქვს. არაფერი შეცვლილა ჩვენს ურთიერთობაში და ძველებურად ჩართული ვართ კამპანიაში, ერთად ვწყვეტთ რა გავაკეთოთ და როგორ ჩავატაროთ ის მთელ ქვეყანაში” – თქვა პრიბასმა.
მან, ასევე თქვა, რომ ის, რომ თითქოს დონალდ ტრამპმა პარტიის მხარდაჭერა დაკარგა, პარასკევს გავრცელებული სკანდალური ვიდეოს გამო, არასწორია.

შეგახსენებთ, რომ სკანდალი The Washington Post-ის მიერ გამოქვეყნებულმა ვიდეომ გამოიწვია, რომელიც 2005 წელს არის გადაღებული და სადაც დონალდ ტრამპი ქალებს ვულგარულად მოიხსენიებს.

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს ჩატარდება.

banner
წინა სტატიაშიანა გომესი: “ნაციონალური მოძრაობისთვის” პარლამენტში შესვლაზე უარის თქმისკენ მოწოდება სიგიჟეა
შემდეგი სტატია“სიამოვნებით გვექნება ურთიერთობა ვიქტორ დოლიძესთან, ვახტანგ ხმალაძესთან და ნოდარ ებანოიძესთან”