“რესპუბლიკური პარტიის” რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეების შეხვედრა გაიმართება

რესპუბლიკურ პარტიას

“რესპუბლიკური პარტიის” 71 რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დღეს შეხვედრას გამართავს. როგორც “ინტერპრესნიუსს” “რესპუბლიკური პარტიიდან” აცნობეს, შეხვედრა დღეს 12:00 საათზე, სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ”-ში გაიმართება და მას პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი დაესწრებიან.

როგორც პარტიაში აცხადებენ, შეხვედრის მიზანია, ადგილობრივ დონეზე “რესპუბლიკური პარტიის” რაიონული ორგანიზაციების გაძლიერება და განვითარება.

“შიდაპარტიული კომუნიკაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო პერიოდში. სწორედ ამიტომ შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა რაიონულ ორგანიზაციებსა და ცენტრალურ ოფისს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებაა”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეხვედრას სიტყვით გახსნის პარტიის თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე. “რესპუბლიკური პარტიის” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებთან შეხვედრა 12:00-დან 19:00 საათამდე გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშისამართალდამცველებმა აფთიაქების ხელმძღვანელი პირების მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტები გამოავლინეს
შემდეგი სტატია“ბურთი რუსეთის მხარეს იყო და უკვე მივიღეთ პასუხი, რომ მათაც მიიღეს პრინციპული გადაწყვეტილება”