„რესპუბლიკური პარტიამ“ ცესკო-ს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა

„რესპუბლიკური პარტიამ“ ცესკო-ს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

როგორც პარტიის წევრმა თამარ ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა, სააპელაციო საჩივრით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ.

„ამ გადაწყვეტილებით ჩვენი აზრით ცესკო-ს უკანონო გადაწყვეტილება უნდა გაბათილდეს, თუმცა სანამ სასამართლოში დავა მიდის „პატრიოტთა ალიანსი“ არღვევს კანონს და დავის განმავლობაში იყენებს საარჩევნო ნომერს. მათ ამის გამოყენება არ შეუძლიათ, ვიდრე არ გამოიცემა ცესკო-ს გადაწყვეტილება. ვთხოვ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ყურადღება მიაქციოს ამ გარემოებას“, – განაცხადა ხიდაშელმა.

ცესკო-მ საარჩევნო ნომრების მინიჭებასთან დაკავშირებით “პატრიოტთა ალიანსის” და “ახალი მემარჯვენეების” საარჩევნო ნომრები უცვლელად დატოვა. “რესპუბლიკური პარტიაში” კი აცხადებენ, რომ ყველა პარტიის საარჩევნო ნომერი წილისყრით უნდა განსაზღვრულიყო.

banner
წინა სტატიაშიერაყში ბოევიკებმა ქორწილში ცეცხლი გახსნეს
შემდეგი სტატიათამარ ხიდაშელი: დიდი იმედი მაქვს, არ იკვეთება საგანგაშო სიგნალი, რომ შს სამინისტრო ხელს აფარებს ბრალდებულებს