“რესპუბლიკური პარტია” თურქული სკოლის ფუნქციონირების შეჩერებას მოითხოვს, სანამ ის არ იქნება საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში

რესპუბლიკურ პარტიას

“რესპუბლილური პარტია” მოითხოვს, საქართველოს განათლების სამინისტრომ მანამდე შეაჩეროს თურქული სკოლის ფუნქციონირება ბათუმში, ვიდრე ის არ მოექცევა საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში,- განაცხადა, “რესპუბლილური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ.

“ფაქტია, რომ სკოლა გაიხსნა და მას ესწრებოდნენ თურქედიდან ოფიციალური პირები. სკოლა ისე გაიხსნა, რომ არ დასრულებულა მოლაპარაკებები საქართველოს განათლების სამინისტროსთან. ასევე, სამინისტროსთვის არ იყო ცნობილი, რომ სკოლის მშენებლობა იყო უკანონო და მერიას მასზე ნებართვა არ გაუცია. აღნიშნული ადასტურებს, რომ აჭარის განათლების სამინისტრო უყურადღებოდ და უპასუხისმგებლოდ მოეკიდა საკითხს, არ იყო მოლაპარაკებები დასრულებული და ისე გაიხსნა სკოლა. მოვითხოვთ, სანამ სრულად არ იქნება სკოლა მოქცეული ქართულ კანონმდებლობაში, შეჩერდეს მისი ფუნქციონირება. ჩვენ ვგულშემატკივრობთ სკოლას და იმედია ის მალე მოექცევა კანონის ფარგლებში და გაიხსნება” – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

banner
წინა სტატიაშიპარიზის მახლობლად მდებარე სოფელი ლევილი 23 სექტემბერს საქართველოს ნაწილი გახდება
შემდეგი სტატიასამი წლის ბავშვს აუზში დენმა დაარტყა