“რესპუბლიკური პარტია” საპატრიარქოსთვის დაფინანსების დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს

“რესპუბლიკური პარტია” მთავრობას მიმართავს და საპატრიარქოსთვის დაფინანსები დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს.

„ამ რთულ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია, გაიმიჯნოს ეკლესია და სახელმწიფო, არ გასცდეს კონკორდატით შეთანხმებულ ნორმებს არც ხელისუფლება და არც ეკლესია, რასაც დღეს აქვს ადგილი და შეწყდეს მართლმადიდებლური ეკლესიის დაფინანსება,“- განაცხადა ხათუნა სამნიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

დაკავებული სასულიერო პირის, დეკანოზ მამა გიორგი მამალძის წერილს ეხმაურება პარტიის კიდევ ერთი წევრი თამარა კორძაია და აცხადებს, რომ წერილიში მოყვანილი ფაქტები, ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ რეალურია:

“ბატონი მამალაძის წერილში აღწერილი ფაქტები ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ეს არის რეალობა და ეკლესიის ზოგიერთი სასულიერო პირი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ჩარეულები არიან კორუფციაში და მათ აქვთ საერთო ბიზნესები, ეს დასტურდება სამეწარმეო რეესტრიდან არაერთი ამონაწერით. ეკლესიას წმინდა ფულადი სახით მიღებული აქვს 200 მილიონზე მეტი, ასევე საპატრიარქოს მიღებული აქვს 1 მილიონზე მეტი კვ.მ. მიწის სახით. საბოლოო ჯამში საქართველოს მოსახლეობა რატომ არის ვალდებული ამდენი იხადოს კომპენსაციის სახით, იქნებ ვინმემ დაუსაბუთოს,“- განაცხადა თამარ კორძაიამ.

banner
წინა სტატიაშილევან იზორია ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გამართულ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას
შემდეგი სტატიასოსო ოხანაშვილი პროკურატურაში მის ხელმეორედ დაბარებას არ გამორიცხავს