„რესპუბლიკური პარტია“ ნოდარ ებანოიძემაც დატოვა

„რესპუბლიკური პარტია“ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ნოდარ ებანოიძემაც დატოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, ნოდარ ებანოიძემ პარტიიდან წასვლის თაობაზე პარტიის თავმჯდომარეს, ხათუნა სამნიძეს უკვე ესაუბრა.

წყაროს ცნობით, პარტიიდან წასვლის მიუხედავად, ებანოიძეს პარტიისთვის ოფიციალური წერილით ამ დრომდე არ მიუმართავს.

„რესპუბლიკუირ პარტია“ დატოვეს: დავით უსუფაშვილმა, თინა ხიდაშელმა, ვახტანგ ხმალაძემ, ფრიდონ საყვარელიძემ.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: ადამიანებთან, რომლებიც იყვნენ ნაციონალურ მოძრაობაში,მე მზად ვარ საუბრისთვის
შემდეგი სტატია“პრეზიდენტის არჩევის წესის უფლება ხალხს არ უნდა წაერთვას”