რესპუბლიკურ საავადმყოფოში პრეზიდენტის სიძის ოპერაცია დასრულდა

ქვეყნის რესპუბლიკურ საავადმყოფოში საქართველოს პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის ოპერაცია დასრულდა.

გოგოჭურის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექიმები ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ,

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძე, მინდია გოგოჭური დღეს საღამოს ბალანჩივაძის ქუჩაზე დაჭრეს. მას, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთი ტყვია აქვს მოხვედრილი.

შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები და გამომძიებლები მუშაობენ. გადაკეტილია მიმდებარე ტერიტორია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით უკვე დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიმოწევა ერთი ტრილიონი ჯდება და მისგან 8 მილიონი ადამიანი მოკვდება
შემდეგი სტატიასაბურთალოზე პოლიციელი დაჭრეს