„რესპუბლიკურ პარტიას“ პირადი ცხოვრების უფლების დაცვის გარანტიების შესაქმნელად, ალტერნატიული კანონპროექტი აქვს მომზადებული

რესპუბლიკურ პარტიას

„რესპუბლიკურ პარტიას“ პირადი ცხოვრების უფლების დაცვის გარანტიების შესაქმნელად ალტერნატიული კანონპროექტი აქვს მომზადებული.

ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებს სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში განუცხადა.

მისი თქმით, „რესპუბლიკური პარტიის“ კანონპროექტს უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა.

„დეტალურად გავეცნობით არასამთავრობოების მიერ წარმოდგენილ პროექტს. ჩვენ უახლოეს მომავალში დაგეგმილი გვქვს შეხვედრა მესამე სექტორთან, ამ შეხვედრაზე გავაცნობთ ჩვენს ხედვებს, გავეცნობით მათ შემოთავაზებებსაც და თუ შესაძლებლობა იქნება საბოლოო ვარიანტზე შევჯერდებით“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

banner
წინა სტატიაშიცოტნე გამსახურდია: “რა სამარცხვინო საგარეო საქმეთა სამინისტრო გვყავს”
შემდეგი სტატიადავით ბერძენიშვილი: „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონის ხარვეზები უკვე დადასტურებულია