“რესპუბლიკელებსა” და “მრეწველებს” შორის დავაზე დრამატული გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული”

ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრ გია ჟორჟოლიანის შეფასებით, პრემიერთან შეხვედრისას “რესპუბლიკელებისა” და “მრეწველების” დაპირისპირების თაობაზე, დრამატული გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული.

როგორც პრემიერ-მინისტრთან ფრაქცია “ქართული ოცნების” წარმომადგენლების შეხვედრის წინ, გია ჟორჟოლიანმა განაცხადა, შეხვედრაზე “რესპუბლიკელებსა” და “მრეწველებს” შორის დაპირისპირების განხილვა თუ არა, ამ საკითხზე მსჯელობა მაინც მოხდება.

“განხილვის ძირითადი საკითხები იქნება საპარლამენტო მუშაობის შესახებ, ასევე ყველა ის საკითხი, რომელიც აქტუაურია. “რესპუბლიკელებსა” და “მრეწველებს” შორის დავა, ყოველ შემთხვევაში, განხილული თუ არა, მასზე მსჯელობა მაინც მოხდება. უმრავლესობა ვიმსჯელებთ, ვფიქრობ, დრამატული გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული”,- განაცხადა დეპუტატმა.

banner
წინა სტატიაშითამაზ მეჭიაური – ყველა გამოძიების დაწყებაზე თუ პრემიერი ჩაერევა, შედეგად ვერაფერს მივაღწევთ
შემდეგი სტატიაალექსი პეტრიაშვილის პირველი პოსტი ფეისბუქზე