,,”რესპუბლიკელების” უმრავლესობაში ყოფნა მაგონებს სიტუაციას – როგორ უნდა დასვა ერეკლე მეორე და კოხტა ბელადი ერთ ცხენზე”

მმართველი გუნდის წევრი თამაზ მეჭიაური პარტია ”ქართულ ოცნებასა” და ”რესპუბლიკელებს” შორის არსებულ ურთიერთობას ერეკლე მეფესა და კოხტა ბელადს შორის დამოკიდებულებას ადარებს.
”ეს სიტუაცია მაგონებს შემდეგს – ერთ ცხენზე როგორ უნდა დასვა ერეკლე მეორე და კოხტა ბელადი. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ, დანარჩენი არ ვიცი”, – განუცხადა მეჭიაურმა ჟურნალისტებს.

რაც შეეხება შეკითხვას, დატოვებენ თუ არა ”რესპუბლიკელები” უმრავლესობას, მეჭიაურის თქმით, არ იცის და ვერ იტყვის, ”ცხენი ვის გადმოაგდებს”.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში მოქმედი სომხური საერო და სასულიერო ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ
შემდეგი სტატია“დროა, მთავრობამ დაიწყოს ხალხზე ფიქრი”, – მიხეილ მაჭავარიანი