რესპუბლიკელების ნაწილი რესპუბლიკელი ტრამპის წინააღმდეგ დემოკრატ კლინტონს დაუჭერს მხარს

მედიისთვის საყვარელი დონალდ ტრამპი

აშშ-ში ათობით რესპუბლიკელმა, რომლებიც ე.წ. “ნეოკონსერვატორებს” მიეკუთვნებიან, ღია წერილი გამოაქვეყნეს, სადაც საკუთარი პარტიის ფავორიტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამოდიან. წერილს 95 ექსპერტი-რესპუბლიკელი აწერს ხელს. მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის, უმცროსი ჯორჯ ბუშის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი პიტერ ფივარი, აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი, პენტაგონის ყოფილი ჩინოვნიკი დოვ ზაკხეიმი და სხვა.

ისინი მილიარდელს ადანაშაულებენ იმაში, რომ “მისი ხედვა ამერიკის მსოფლიო გავლენებთან დაკავშირებით ველური ფორმებით გამოიხატება” და “ის (ტრამპი-რედ) ერთი წინადადებით, იზოლაციონალიზმიდან ავანტურისკენ მიექანება” – თვლიან პოლიტიკოსები.
განცხადების ავტორების თქმით, ტრამპის პროპაგანდა სავაჭრო ომთან დაკავშირებით, ეს არის “ეკონომიკური კატასტროფის გამომწვევი, რომელიც გლობალურად მსოფლიოში ბევრს შეეხება” – აღნიშნავენ რესპუბლიკელები.

მათივე განცხადებით, ტრამპი კრიტიკას იმსახურებს დაკავებული ტეორისტების მიმართ ძალის გამოყენების აღდგენის სურვილის, მუსლიმების მიმართ აგრესიული გამონათქვამების, “სამხრეთ მეზობლის” (მექსიკა-რედ) მიმართ სიძულვილის გამოხატვის გამო.

“ბატონი ტრამპის გამოსვლებით იმ აზრამდე მივდივართ, რომ ის პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი თანამდებობით ისარგებლებს, რომ მისი მოღვაწეობის მანძილზე ამერიკა ნაკლებად უსაფრთხო გახდეს, ამერიკის მსოფლიო ავტორიტეტი კი – დამცირებული” – ნათქვამია წერილში.
წერილის ერთ-ერთი ხელისმომწერი, ელიოტ კოენი მიიჩნევს, რომ ტრამპის არჩევა “ამერიკის შიდა პოლიტიკისთვის ნამდვილი კატასტროფა იქნება”, ჰილარი კლინტონის კი “ნაკლები უბედურება”.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილმა “რესპუბლიკელები” შეინარჩუნა
შემდეგი სტატიაბაბუშერას ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახის წევრებს პრემიერმა მიუსამძიმრა