“რესპუბლიკელები” ორპარტიულ შეთანხმებას ოფიციალურად აფორმებენ

თვითონაც იციან სად არის პარლამენტი და დავიბაროთ თბილისში–ლევან ბერძენიშვილი

“რესპუბლიკელი” ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ თავდაცვის მინისტრსა და დეპუტატ, გოგი თოფაძეს შორის კონფლიქტი ერთ დღეში და ერთი შეხვედრით ვერ ამოიწურება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, “რესპუბლიკური პარტიის” ამოცანა პრემიერ-მინისტრთან მოლაპარაკებაა, რაც წარმატებით განხორციელდა”.

ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, “რესპუბლიკელებს” სურთ ორპარტიული შეთანხმების გაფორმება, რასთან დაკავშირებითაც მისი თქმით, შეთანხმება შედგა.

“ჩვენი ამოცანა იყო მოლაპარაკება პრემიერ-მინისტრთან იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს მომავლის კოალიცია. ჩვენ გვსურს, რომ იყოს ორპარტიული შეთანხმება – ყველაზე დიდ პარტიასთან გვინდა ოფიციალური შეთანხმების გაფორმება. ამ თემაზე შედეგი მიღწეულია. რაც შეეხება დანარჩენს, დრო გვაჩვენებს ყველაფერს. იმის თქმა, რომ კონფლიქტი ერთ დღეში ამოიწურება, წარმოუდგენელია, მაგრამ მიმდინარეობს მუშაობა სწორი მიმართულებით”,- განუცხადა “პირWელს” ბერძენიშვილმა

შეგახსენებთ, რომ დეპუტატი გოგი თოფაძე და თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს საგარეჯოს შუალედური არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს. “რესპუბლიკელები” ამბობენ, რომ თინა ხიდაშელზე მიტანილი იერიშით გოგი თოფაძემ დარტყმა მიაყენა ხელისუფლების პროდასავლურ კურსს. პირველი განცხადება დაპირისპირების შესახებ პრემიერმა რამდენიმე ხნის წინათ, მთავრობის სხდომაზე გააკეთა და განაცხადა, რომ მსგავსი დაპირისპირება ყველას აზარალებს.

3 მარტს კი, პრემიერ-მინისტრი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “რესპუბლიკური პარტიის” წევრებს შეხვდა.

banner
წინა სტატიაში“რესპუბლიკური პარტიის” ლიდერებთან საქმიანი შეხვედრა გაიმართა”
შემდეგი სტატია“წითელ ხიდზე” განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობის შემოტანის ფაქტი გამოავლინეს