“რესპუბლიკელები“ მზად არიან, იყვნენ როგორც მმართველ კოალიციაში, ისე საპარლამენტო ოპოზციაში ან პარლამენტს გარეთ განაგრძონ პოლიტიკური საქმიანობა,-ამის შესახებ საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმითმ შესაძლოა არჩევნებზე „რესპუბლიკურ პარტიას“ ცალკე მოუწიოს გასვლა.
„კოალიციები გარკვეული ვადით იქმნება და ეს ჯანსაღი პროცესია პირველად ხდება, რომ კოალიციაში შემავალის ობიექტები დღეს და ოქტომბრამდე ქვეყნის სამართავად ვსხედვართ ერთად, თუმცა ოქტომბრის შემდეგ ან ოქტომბრის არჩევნებში შესაძლოა, ვიყოთ ცალკე. ის ფაქტი, რომ პარტიებს არჩევნებზე ცალ-ცალკე შეიძლება მოუწიოთ გასვლა, არ ნიშნავს, რომ მაშნვე უნდა დასრულდეს ყველაფერი, შეწყვიტონ ქვეყნის მართვა და ა.შ“, – აცხადებს დავით უსუფაშვილი.