რექს ტილერსონის გადადგომის საკითხი დღის წესრიგში არ დგას

 

თეთრ სახლში კომენტარი გააკეთეს მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომლის თანახმად სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი სტოვებს დაკავებულ თანამდებობას.
” როგორც უკვე პრეზიდენტმა განაცხადა: “რექსი აქ არის”. ამ მომენტისთვის საკადრო ცვლილებები არ იგეგმება. სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი განაგრძობს საქმიანობას, ხოლო მთელი კაბინეტი ახლა კონცენტრირებულია იქითკენ, რომ წარმატებით დასრულდეს მიმდინარე წელი,- აღნიშნა თეთრი სახლის პრეს-მდივანმა სარა სანდერსმა.
შეგახსენებთ, ამასწინათ გაზეთი ” The New York Times” იტყობინებოდა, რომ რექს ტილერსონს სახელმწიფი მდივნის პოსტზე შეცვლის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს უფროსი მაიკლ პომპეო.

banner
წინა სტატიაშიანკარის პროკურატურამ ერდოღანზე საქმე აღძრა
შემდეგი სტატიასოხუმის და ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერთა ტაშ-ფანდური ( ვიდეო)