რექს ტილერსონი: ნატოს ნებისმიერ წევრ სახელმწიფოზე თავდასხმას აშშ ადეკვატურად უპასუხებს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი აცხადებს, რომ აშშ მზადაა თავის თავზე აიღოს ნატოს წევრი ნებისმიერი სახელმწიფოს დაცვა იმ შემთხვევაში, თუ მის მიმართ აგრესიას ექნება ადგილი.
ვაშინგტონის ვუდრო ვილსონის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში გამოსვლისას მან აღნიშნა: ” აშშ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროპელ მოკავშირეებთან ურთიერთობებს უსაფრთხოების სფეროში, რადგან ალიანს აზრი არ ექნება თუ მის წევრებს არ სურთ ან არა აქვთ შესაძლებლობა შეასრულონ საკუთარი ვალდებულებები”, – ხაზი გაუსვა ტილერსონმა.
მან შეახსენა შეხვედრაზე მოსულთ, რომ მიმდინარე წელს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასრურა შეერთებული შტატების ერთგულება ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლისადმი, რომლის თანახმად ნატოს ნებისმიერ წევრ სახელმწიფოზე თავდასხმას აშშ ადეკვატურად უპასუხებს. “ეს არის საუკეთესო მექანიზმი, რომელიც დღეს გაგვაჩნია აგრესიის შესაკავებლად”, – განაცხადა რექს ტილერსონმა.

banner
წინა სტატიაშირექს ტილერსონი: რუსეთი განაგრძობს აგრესიულ ქმედებებს მეზობელი ქვეყნების მიმართ
შემდეგი სტატიარუსეთი საქართველოსთვის სარაკეტო სისტემა Javelin-ის მიწოდებას აპროტესტებს