რეპუბლიკელების რქების მოქლიბვა პოლიტიკური ჯამრთელობისათვის მავენებლია

შეიძლება რესპუბლიკური პარიტია პარადოქსია ქართულ პოლიტიკაში. პარადოქსი იმ მხრივ, რომ ურეიტინგო პარტიის წარმომადგენლები ხელისუფლების მაღალ ეშელონებში არიან მოკალათებულნი, მაგრამ არც თუ ისეთი გაუგებარი მოვლენაა ეს, როგოც რესპუბლიკელების კონურენტები ცდილობენ წარმოგვიდგინონ.

პირველ რიგში უნდა დავუბრუნდეთ ამჟამინდელი ქართული პოლიტიკის “წყაროს”, რომელიც შუშის შენობიდან იღებს სათავეს და შავ ზღვამდე ისე მიედინება, რომ არავის მისცემს გზაში კაშხლის აგების უფლებას.
საქმე გვაქვს პოლიტიკური სივრცის კერძო მფლობელობაში უზურპირებასთან, როდესაც ერთი ადამიანი წყვეტს ვინ ითამაშებს პარლამენტართა და ხელისუფლების ჩინოვნიკთა როლებს.

ბიძინა ივანიშვილის კარს მომდგარი პოლიტმათხოვრები ტყუილად ირჯებიან, როდესაც იმედოვნებენ რომ ზუსტად მათ აირჩევს ივანიშვილი რესპუბლიკელების შემცვლელად. ოლიგარქისთვის მთავარია არაა იმდენად “ვინ”, არამედ “როგორ” მოერგება “პარტია” ან ე.წ. კოალიცია პოლიტიკურ სცენას ისე, რომ მისაღები იყოს დასავლეთისთვის და კარს მიღმა რუსეთისთვისაც.
ახლა როგორც არ უნდა იწივლონ და იკივლონა სხვებმა, რესპუბლიკელები სახელისუფლებო პარტიის როლს მშვენივრად ასრულებენ, რაც ბიძინა ივანიშვილისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. ეს მოჩვენებითი კინკლაობაც კი დროებითია, და თუ წამგებიანი იქნება ვინმესთვის, ეს რესპუბლიკელები ნამდვილად არ იქნებიან.

სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” არსებობს ასეთი ჯგუფი, “ბატონო ბიძინა, გადახედეთ თქვენს გარემოცვას”. კარგით რა, დაწყანრდით და დაეტით იმ ქურქში, რომელშიც ხართ. ბატონ ბიძინასთვის გარემოცვა სათამაშო პაიკებია, რომელთაც როგორც უნდა ისე გადააადგილებს და თუ ვინმეს იმისი სჯერა რომ ივანიშვილი რამეს გადახედავს, აშკარად აზროვნების პრობლემები აწუხებს.
გიორგი ალანია
ჩეხეთი

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძე მოელის, რომ ევროკავშირი ვიზების ლიბერალიზაციას ივნისის ბოლოს მოახდენს
შემდეგი სტატიადონალდ ტუსკმა მიგრანტებს მოუწოდა არ ჩამოვიდნენ ევროპაში