რეფრენდუმის წინა დღეს ქურთებმა და ერაყის არმიამ ხელშეკრულება გააფორმეს

ერაყული მედიის ცნობით, ერაყის ქურთისტანში დაგეგმილი დამოუკიდებლობის რეფერენდუმის წინა დღეს, 24 სექტემბერს, ერაყის არმიასა და ერაყის ქურტისტანის შეიარაღებულ დაჯგუფება ,,ფეშმერგას,, შორის ხელშეკრულება გაფორმდა.


5 პუნქტიანი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ,,ფეშმერგას,, შენაერთებმა მრავალმხრივი დახმარება უნდა გაუწიონ ერაყის არმიას ,,ისლამურ სახელმწიფოსთან,, ბრძოლაში, 21 სექტემბერს ერაყის პრეზიდენტის მიერ, კირკუკის რეგიონის 100-მდე სოფელში გამაგრებული ისლამისტების წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციის დაწყების ბრძანებას მოჰყვა. ამ ოპერაციაში ერაყელებს ძალიან ჭირდებათ ქურთების დახმარება, როგორც მათი ტერიტორიების, ასევე ცოცხალი ძალისა და ტექნიკის გამოყენებით.
ქურთი და ერაყელი სამხედროების მიერ ხელმოწერილმა ორმხრივმა შეთანხმებამ, შესაძლებელია პოზიტიური როლი შეასრულოს რეფერენდუმის შემდგომ ურთიერთობებში.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვში ტერაქტის საფრთხის გამო 4000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
შემდეგი სტატიარუსთაველის გამზირზე ოთხი ადამიანის დაჭრის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო