რეპორტიორები საზღვრებს მიღმა: ჟურნალისტები სულ უფრო მეტად კვდებიან

72015 წლის შედეგებით, საფრანგეთი იმ ქვეყნების სამეულში შევიდა, სადაც ყველაზე მეტი ჟურნალისტი იღუპება. პარიზში იანვრის თვეში Charlie Hebdo-ზე თავდასხმის გამო 9 ჟურნალისტი დაიღუპა.
სულ კი, გასულ წელს 110 ჟურნალისტი იქნა მოკლული სამსახურეობრივი თუ სხვა მიზეზით. სამსახურეობრივი მიზეზით კი 67 ჟურნალისტი – ნათქვამია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე”-ს მოხსენებაში.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ 28 ადამიანი, ანუ დაღუპულების 40% ისლამურმა ექსტრემისტებმა მოკლეს.
ჟურნალისტებისთვის ყველაზე საშიშ ზონად სირია რჩება, სადაც 2015 წელს 13 რეპორტიორი დაიღუპა.

“ჟურნალისტები საკუთარ სიცოცოხლეს საქმის გამო რისკის ქვეშ აყენებენ როცა მთავრობებს აკრიტიკებენ ან მწვავე თემებზე მუშაობენ. სტატისტიკა ამბობს, რომ საერთაშორისო ძალისხმევა, ჟურნალისტების მიმართ ძალადობა შემცირდეს, უშედეგოა” – განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა ბრიტ ხილპერტმა.

banner
წინა სტატიაშისაუდელები შიიტელი წინამძღვრის სიკვდილით დასჯას აპროტესტებენ
შემდეგი სტატიაისლამური სახელმწიფოს ბოევიკებმა მოსულში 800-ზე მეტი ქალი დახოცეს