“რეპორტიორები საზღვრებს მიღმა”: რუსეთი პროპაგანდის ქსელს აფართოვებს

საერთაშორისო ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს მიღმას” მიერ გამოქვეყნებული მოხსენებაში, რომელიც მედიის თავისუფლების ინდექსს ეხება, წერია, რომ დამოუკიდებელი მედია გარემოს მხრივ პირველ ადგილზეა ნორვეგია, შემდეგ შვედეთი და ფინეთი. ბოლო ადგილებზე არიან ერიტრია, ჩრდილოეთ კორეა და თურქმენეთი. რუსეთმა პრესის თავისუფლების ყოველწლიურ რეიტინგში 148-ე ადგილი დაიკავა.

“რუსეთმა ჩაახშო რა დამოუკიდებელი აზრი საკუთარ ტერიტორიაზე, მის ფარგლებს გარეთ აფართოვებს ისეთ პროპაგანდისტულ ქსელებს, როგორიც არის RT და “სპუტნიკი”, ჩინეთი თავის კარგად კონტროლირებად ინფორმაციას კი აზიაში უკეთებს ექსპორტს” – წერია მოხსენებაში. ორივე ქვეყანის მედია-გარემო სხვა ქვეყნებზე ინტენსიურად ახდენს გავლენას, მათ შორის, ვიეტნამზე, თურქმენეთსა და აზერბაიჯანზე – თვლიან დამოუკიდებელი ექსპერტები, წერს “ბიბისი”.

მოხსენების მიხედვით, გასულ წელთან შედარებით თავისუფალი მედიის მდგომარეობა რიგ ევროპულ ქვეყნებშიც გაუარესდა, ასეთია, მაგალითად, ჩეხეთი, მალტა, სერბეთი და სლოვაკეთი. თურქეთში კი თავისუფალი სიტყვის შეზღუდვას “ისტორიული ვარდნა” უწოდეს. გასულ წელს “რეპორტიორები საზღვრებს მიღმამ” აშშ-სა და ბრიტანეთში შექმნილი მდგომარეობის გამო შეშფოთება გამოთქვა, როცა მედია მთავრობების მიერ ბევრჯერ გახდა თავდასხმის ობიექტი.
საქართველო აღნიშნულ სიაში 61-ე პოზიციას იკავებს, პოლონეთი 58-ეს.

banner
წინა სტატიაშიზაზა სოფრომაძე თანამდებობას დატოვებს?
შემდეგი სტატიაჟურნალისტის მკვლელობაზე დანიელ გამომგონებელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს