“თაიმერის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ნინო ჩარკვიანი გამოეხმაურა

nino-Carkvianiსაინფორმაციო სააგენტო “თაიმერის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პარტია „რეფორმატორების“ დაშლასთან დაკავშირებით აღმასრულებელი მდივანი ნინო ჩარკვიანი გამოეხმაურა:
პოლიტიკური გაერთიანება, როგორც ცოცხალი ორგანიზმი, მუდმივად საჭიროებს განახლებას და განვითარებას. შესაბამისად, პარტიაში გარდაუვალი ცვლილებების აუცილებლობის საკითხი დადგა, რამაც გადაწყვეტილების მიმღებ პირთა შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. რებრენდინგი, რა თქმა უნდა არ ცვლის პარტიის გაცხადებულ პოლიტიკურ კურსს და იდეოლოგიას. „რეფორმატორები“ იყო და ყოველთვის დარჩება დასავლური და ევროპული ღირებულებების მატარებებელ პარტიად.
უახლოეს დღეებში, გაიმართება პოლიტიკური საბჭოს სხდომა, რომელზეც რიგგარეშე ყრილობის ჩატარების საკითხი გადაწყდება.
რაც შეეხება პარტიის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად თუ ბლოკის სახით მონაწილეობას, ცალსახად შემიძლია განვაცხადო, რომ „რეფორმატორებში“ გადაწყვეტილებების მიღება ერთპიროვნულად არ მოხდება და ეს საკითხი, პარტიის წესდების მიხედვით, გადაწყდება გაერთიანების პოლიტკური საბჭოს სხდომაზე.
პოლიტიკური საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის აუცილებლად გახდება ცნობილი-აცხადებს პარტია “რეფორმატორების” აღმასრულებელი მდივანი ნინო ჩარკვიანი.

 

ექსკლუზივი:პარტია “რეფორმატორები” იშლება-ირაკლი ღლონტის პირველი კომენტარი

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა ღირსების ორდენით დააჯილდოვა
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი – თუ ვინმე გასარიცხია, ამას პარტია გარედან კარნახის გარეშე გადაწყვეტს