,,რეფორმატორები” ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მომხდარ საზარელ მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

,,რეფორმატორების’’ ლიდერი ირაკლი ღლონტი სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,რეფორმატორები” ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მომხდარ საზარელ მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
,,რეფორმატორები” შეძრწუნებულია სოფელ ხურჩაში მომხდარი მკვლელობის გამო და თანაგრძნობას უცხადებს მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახსა და ახლობლებს.
პარტიის შეფასებით, ზემოაღნიშნული დანაშაული ნათლად გამოხატავს იმ განუკითხაობას, რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებობს და ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ ცხადჰყო, რომ აფხაზეთში სიტუაცია არის სრულიად უკონტროლო.
ხურჩაში მომხდარი მკვლელობა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმის აუცილებლობას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, როგორც აფხაზეთში, ასევე ცხინვალის რეგიონში აუცილებლად უნდა შეიქმნას უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები.
პარტიის შეფასებით აღნიშნულ დანაშაულზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლებას, ვინაიდან ეს ფაქტი მიმართულია რეგიონში არსებული ვითარების დესტაბილიზაციისკენ და საფრთხე ექმნება მშვიდობას.
პარტია ,,რეფორმატორები” გმობს მომხდარ ფაქტს და ქვეყნის ხელისუფლებას და დიპლომატიურ სამსახურებს სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდებს.

banner
წინა სტატიაში“ბაღების ხელმძღვანელთა გათავისუფლებაზე გადაწყვეტილებას მერი არ იღებს” – დავით ნარმანია
შემდეგი სტატიაკიევში ქართული კულტურის VII ფესტივალი გაიმართება