რეფერენდუმის შესახებ კანონში ოკუპირებელი ტერიტორიების განსაზღვრა უნდა მოხდეს

margvelashvili2საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ რეფერენდუმის შესახებ კანონში ოკუპირებელი ტერიტორიების განსაზღვრა უნდა მოხდეს. მისი თქმით, ისევე, როგორც სხვა კანონებში, ასევე კონსტიტუციაში უნდა განისაზღვროს ოკუპირებული ტერიტორიები.
”მე მომწონს რეფერენდუმების იდეა. რეფერენდუმი აძლევს საზოგადოებას საშუალებას, რომ შეგვახსენოს პოლიტიკოსებს გარკვეული საკითხები. ამ პოლიტიკური აქტივობის მომხრე ყოველთვის ვარ. „საქართველოს კანონი რეფერენდუმის შესახებ“ პირდაპირ აღნიშნავს, რომ რეფერენდუმი ტარდება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ასეთ განსაზღვრებას როდესაც ყურადღებას არ აქცევ და ამავე დროს, როდესაც შენ მეზობელ ქვეყანას შენი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, შენ აძლევ სერიოზულ სამართლებრივ არგუმენტს, რომ ქართველებმა ეს რეალობა მივიღეთ, შევეგუეთ და მისაღებია. რეფერენდუმებზე უარი არ უნდა ვთქვათ. სხვა კანონებში ჩასწორებულია, ასევე კონსტიტუციაშიც განსაზღვრულია, შესაბამისად, რეფერენდუმის კანონი რომ გვაძლევდეს საშუალებას, არ ხელვყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი, აქ არის მნიშვნელოვანი იურიდიული დეტალი. იმედი მაქვს, კანონმდებელი ამას გაასწორებს და მოგვცემს საშუალებას რეფერენდუმებითაც ვამუშაოთ ჩვენი დემოკრატია”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, მხოლოდ რეფერენდუმის კანონის დარღვევა არ ყოფილა რეფერენდუმზე მისი მხრიდან უარყოფითი გადაწყვეტილების მიზეზი. ”წინადადება, რომელიც იყო წარმოდგენილი, აქ სხვა არგუმენტია. არგუმენტი მდგომარეობს იმაში, რომ რაც წერია სარეფერენდუმო წინადადებაში, ზუსტად სიტყვა-სიტყვით წერია სამოქალაქო კოდექსში. თუ ნაგულისხმები იყო, რომ ეს უნდა ჩაწერილიყო კონსტიტუციაში, აქაც კანონი ამბობს, რომ მხოლოდ ერთი თვე აქვს კანონმდებელს ამის ჩასაწერად, მაგრამ საქართველოს კონსტიტუცია არანაირად არ იცნობს კონსტიტუციის ცვლილებას ერთ თვეში. ერთი თვე მარტო კონსტიტუციური წინადადების მომზადებას უნდა. შესაბამისად, ჩემთვის ბოლომდე გაურკვეველი იყო კითხვა რის ირგვლივ იყო”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითურქეთმა ევროკავშირს ლტოლვილების საკითხში ულტიმატუმი წაუყენა
შემდეგი სტატიალატვიაში უცხო ქვეყნის ჯარში მსახურება სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება