რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან “სოლიდარობის ფონდში” 8505 ლარი ირიცხება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, სამინისტროსა და სოლიდარობის ფონდის თანამშრომლობის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.

 

2015 წლის მონაცემებით, სოლიდარობის ფონდის მხარდასაჭერად სამინისტროდან ყოველთვიურად 8505 ლარი ირიცხება  და აქციაში სამინისტროს 2172 თანამშრომელია ჩართული.
მარიამ ჯაშმა მადლობა გადაუხადა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს მხარდაჭერისათვის და დეტალურად ისაუბრა ფონდის მიერ გაწული საქმიანობის შესახებ.
სოლიდარობის ფონდი სიმსივნით დაავადებულ 22 წლამდე ბავშვებსა და ახალგაზრდებს ეხმარება ავადმყოფობის დაძლევაში. ამ ეტაპზე, ფონდმა 215 ბავშვისა და ახალგაზრდის დიაგნოსტიკა და მკურნალობა 7.9 მილიონი ლარით დააფინანსა.
banner
წინა სტატიაშიმამაკაცმა, რომელმაც სიდნეიში სროლა მოაწყო, თავი მოიკლა
შემდეგი სტატიაკლინტონი და ტრამპი მარცხს განიცდიან, თუმცა ლიდერობას არ კარგავენ