რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი რწმუნებულ-გუბერნატორებს შეხვდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი რწმუნებულ-გუბერნატორებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე რეგიონებში არსებულ პრობლემებზე, ასევე მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს.
მაია ცქიტიშვილმა ყურადღება რეგიონების საინვესტიციო პოტენციალსა და განვითარების პერსპექტივებზე გაამახვილა.
საუბარი შეეხო მოსახლეობის პირველად საჭიროებებს და სერვისების გაუმჯობესების აუცილებლობას.
მინისტრმა ადგილებზე არსებულ მდგომარეობაზე და პრიორიტეტებზე გუბერნატორებისგან დამატებითი ინფორმაცია მიიღო და მათი წინადადებები მოისმინა.
მაია ცქიტიშვილი ახლო მომავალში რეგიონებში გასვლას და არსებული მდგომარეობის ადგილზე გაცნობას გეგმავს.

banner
წინა სტატიაშისაუდის არაბეთმა ისრაელის არსებობა აღიარა
შემდეგი სტატიადრო დასჭირდება იუსტიციის სისტემაში გაფუჭებული, შექმნილი უსამართლო გარემოს აღდგენას