“რეგიონში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე მოხდა ლარის მცირედი გაუფასურება დოლართან მიმართებაში”

შეიქმნას რეგიონალური ენერგეტიკული ბაზარი

ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძის აზრით, ლარის კურის გაუფასურება რეგიონში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება.
“მე მგონია, რომ რეგიონში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე მოხდა ლარის მცირედი გაუფასურება დოლართან მიმართებაში, თუნდაც აზერბაიჯანში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, ასევე, ნავთობის ფასის ვარდნა და ყოველივე ეს აისახა ლარის კურსზე”, – განაცხადა კალაძემ.
მინისტრი არ აკეთებს პროგნოზს, თუ როდის ელოდება ლარის კურსის დარეგულირებას და აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით, ალბათ, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები ისაუბრებენ.

banner
წინა სტატიაშიიანოშ ჰერმანი: ევროპარლამენტმა აღიარა ის პროგრესი, რასაც საქართველომ მიაღწია
შემდეგი სტატიაზოგიერთ კომერციულ ბანკში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.5200 ლარია