“ნებისმიერი მცდელობა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს შესუსტებას ემსახურება, შემაშფოთებელია”

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს 2016 წლის 11 მაისს ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა სტრასბურგიდან წერილი გამოუგზავნა, სადაც თორბიორნ იაგლანდი გიორგი პაპუაშვილს მადლობას უხდის სასამართლოს ირგვლივ განვითრებული მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის და აღნიშნავს, რომ წევრი ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოებს უდიდესი როლი მიუძღვით ევროპის საბჭოს ფასეულობების დაცვაში და შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს შესუსტების ნებისმიერი მცდელობა მისთვის არის შემაშფოთებელი.

წერილში აღნიშნულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს კანონში ნებისმიერი ცვლილების მომზადების პროცესი უნდა მიმდინარეობდეს გამჭვირვალედ და ინკლუზიურად და მიზანშეწონილია საქართველოს ხელისუფლება დაინტერესდეს ვენეციის კომისიის მოსაზრებით ცვლილებათა კანონპროექტის შესახებ.

როგორც თორბიორნ იაგლანდი გიორგი პაპუაშვილს წერს, მისთვის ცნობილია იმის შესახებაც, რომ საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტმა რეკომენდაცია გაუწია საქართველოს ხელისუფლებას, კონსულტაცია გამართოს ვენეციის კომისიასთან.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო
შემდეგი სტატიაკობა დავითაშვილი: პოლიტიკურ პროცესში აღარ ვმონაწილეობ, დღეს კანონპროექტის მხარდაჭერა ძველი ვალია ჩემი სინდისის წინაშე