“რჩეულიშვილებმა გადაწყვიტეს, მათ მიერ მოტყუებული ათასობით მოქალაქისთვის დევნილებიც მიემატებინათ”

იმის ნაცვლად, რომ ამ წლების განმავლობაში მას ეზრუნათ მისგან მოტყუებული მოქალაქეების დაკმაყოფილებაზე, არაფერს იკლებდნენ და როცა სისხლის სამართლებრივი დევნა რაღაც ეტაპზე გადავიდა, გადაწყვიტეს პოლიტიკური განცხადებებით დაიძვრინონ თავი, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, რჩეულიშვილებმა გადაწყვიტეს, რომ მათ მიერ მოტყუებული ათასობით მოქალაქისთვის დევნილებიც მიემატებინა.

„როცა ჩვენ მენაშენეთა კონკურსი გამოვაცხადეთ, ამას ჰქონდა ორი მიზანი. პირველი და უმთავრესი იყო დევნილების ბინებით დაკმაყოფილება, მაგრამ პარალელურად მნიშვნელოვანი მიზანი იყო, რომ წლების წინ გაჩერებული მშენებლობების დამთავრებისთვის ხელი შეგვეწყო. რჩეულიშვილმა ამ კონკურსში მონაწილეობა ორჯერ მიიღო. პირველად მან უბრალოდ ვერ წარმოადგინა საბანკო გარანტია და საბანკო გარანტიის გარეშე ბუნებრივია სახელმწიფო ფულს ვერ გადაურიცხავდა. რადგან აღმოვჩნდებოდით იმ ათასობით მოტყუებული მოქალაქის რიცხვში ჩვენც, ჩვენი სამინისტრო, ბიუჯეტი და დევნილებიც”, – აღნიშნა სუბარმა.

მისივე თქმით, კომპანიამ ვერ წარმოადგინა დაზუსტებული დოკუმენტაცია, რომ ის ფართი ნამდვილად მათი საკუთრებაა.

„იმის ნაცვლად, რომ ამ წლების განმავლობაში მას ეზრუნათ მისგან მოტყუებული მოქალაქეების დაკმაყოფილებაზე, არაფერს იკლებდნენ და როცა სისხლის სამართლებრივი დევნა რაღაც ეტაპზე გადავიდა, გადაწყვიტეს პოლიტიკური განცხადებებით დაიძვრინონ თავი“, – განაცხადა სუბარმა.

banner
წინა სტატიაშინატო სამხედროების ესტონეთში განსათავსებლად 64 მილიონ ევროს გამოყოფს
შემდეგი სტატიაბაშარ ასადმა თქვა, რომ ის სუპერმენი არ არის