რჩებიან თუ არა კოალიციაში სოციალ-დემოკრატები?!- ჟორჟოლიანის პოზიცია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ჟორჟოლიანის, განცხადებით პარტია ,,სოციალ-დემოკრატები” კოალიცია ,,ქართულ ოცნებაში” სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით თავიანთ ოფიციალურ პოზიციას უახლოესი მომავალში დააფიქსირებენ.

ამის შესახებ განცხადება გია ჟორჟოლიანმა გადაცემა ,,არჩევანში” გააკეთა.

“რასაკვირველია, არა ცალკეული პარტიების გასაგონად, არამედ მოსახლეობის გასაგონად, იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც მიაჩნია, რომ სოციალ-დემოკრატიული მიდგომები არ არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ ქვეყანაში რეალური ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელდეს და, თუ მართლაც გვინდა ევროპულ გზას დავადგეთ, ამ მიდგომებით უნდა ვიხელმძღვანელოთ. სწორედ ამ ადამიანების გასაგონად უახლოესი ხანების განმავლობაში ჩვენ ოფიციალურ პოზიციას დავაფიქსირებთ, ეს იქნება სადღაც 15-20 დღის განმავლობაში,“ – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

banner
წინა სტატიაში“კოალიციაში მეტი “რესპუბლიკელი” რომ ყოფილიყო, საქმე გაცილებით უკეთ იქნებოდა”
შემდეგი სტატიანანუკა ჟორჟოლიანი რამიშვილის “იმედიდან” გათავისუფლებას ეხმიანება