“რაზე უნდა ვიდებატოთ? იმაზე, უნდა ჰქონდეს თუ არა საქართველოს გაზი? “- გია ვოლსკი

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გია ვოლსკის განცხადებით, ,,ევროპული საქართველო“ ყოფილ თანაგუნდელებს გაზპრომთან დაკავშირებით მკვეთრი განცხადებების გაკეთებასი ეჯიბრება.მისივე თქმით, ერთადერთი მიზანი, რაც ამ ჯგუფს აქვს არის, რომ მოაწყოს პოლიტიკური სპექტაკლი და გადაიტანოს ყველაფერი ისტერიკაში, რისი რეალური საფუძველიც არ არსებობს.

“კახა კალაძეს უარი არ უთქვამს, არის საკითხები, რომელზეც რეგლამენტით არ არის აუცილებლობა, რომ დაუყოვნებლივ გამოიქცეს და დაიწყოს ამ თემაზე კომენტარების გაკეთება. საკითხზე არის სრული ინფორმაცია ენერგეტიკის სამინისტროს მხრიდან. რაც შეეხება თავად თემას, საინტერესო თემაა, მაგრამ ყველაფერი ზედაპირზე დევს. მე ვფიქრობ, “ევროპული საქართველო” ეჯიბრება თავის ყოფილ თუ დღევანდელ კოლეგებს იმაში, თუ რომელი უფრო მწვავე, შეუვალი და შეუდრეკელი იქნება “ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლის საკითხებში. ვფიქრობ, ეს პოლიტიკური ბრძოლის დღის წესრიგია, მათ შორის ამ ჯგუფის, რომელიც ითხოვს ამ საკითხის დაუყოვნებლივ განხილვას. აბსოლუტურად ყველაფერი ნათელია”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვოლსკი მიიჩნევს, რომ არ არსებობს დებატების არანაირი საფუძველი, ვოლსკის თქმით, დებატების თემა შეიძლება მხოლოდ ის იყოს უნდა ჰქონდეს თუ არა გაზი ქვეყანას.

“რაზე უნდა ვიდებატოთ? იმაზე, უნდა ჰქონდეს თუ არა საქართველოს გაზი? გადახილ იქნეს თუ არა სატრანზიტო გადაზიდვისთვის გარკვეული თანხა? და გვაქვს თუ არა რესურსი იმის, რომ რუსეთს რასაც ვეტყვით, როგორც დავუქნევთ თითს, ისე იმოქმედებს? ეს არის სადებატო თემა და მე ვფიქრობ, რომ სწორედ სკანდალური ფონის და სცენარის აგორება არის მთავარი პოლიტიკური მიზანი. დანარჩენი ამის უკან არ არსებობს”, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პარლამენტი არცერთ ისეთ ნორმას არ მიიღებს, რომელიც ვენეციის კომისიის მიერ ნეგატიურად იქნება შეფასებული
შემდეგი სტატიაპატიმრობაში ყოფნის პერიოდში, „ნაცმოძრაობის“ გენერალური მდივნის მოვალეობას მერაბიშვილის ნაცვლად, მელია შეასრულებს