ის პროცესი, რაც ახლა საპატრიარქოში მიმდინარეობს, არ არის არც ქართული სახელმწიფოს მიერ მართული და არც პოლიტიკური მხარების მიერ მიერ

ძალიან არ მინდოდა, ჩემს ფეისბუქგვერდზე მსგავსი სტატუსის დაწერა, რადგან ვთვლი, რომ ეკლესიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ყველა თავშეკავებული უნდა იყოს, უბრალოდ მინდა ის, რაც გამიგია, მოვყვე მოკლედ, რადგან ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
ბოლო წლების განმავლობაში მსოფლიო პატრიარქის მიერ საქართველოს საპატრიარქოს მიმართ უამრავი კითხვა დაისვა, რაც ყოველთვის საქართველოს საპატრიარქოს მიერ არ გახმაურებულა.
ის ინფორმაცია, რომელსაც ახლა მე გავაჟღერებ, შესაძლოა, ყურადღების ღირსადაც არავინ ჩათვალოს, მაგრამ ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია: წლების წინ მსოფლიო პატრიარქმა მის უწმინდესობას შემოუთვალა, რომ დაეთმო აფხაზეთი და სანაცვლოდ, ათონის მთაზე მონასტერს გადასცემდნენ, თუმცა მისმა უწმინდესობამ მაშინვე უარი განაცხადა.
ის პროცესი, რაც ახლა საპატრიარქოში მიმდინარეობს, არ არის არც ქართული სახელმწიფოს მიერ მართული და არც პოლიტიკური მხარების მიერ მიერ ინსცენირებული, ეს არის მსოფლიო პატრიარქის მიერ დადგმული სცენარი, რადგან მას სურს, მსოფლიო ეკლესიას ერთი მმართველი ჰყავდეს და ეს თავად იყოს. მსოფლიო მართლმადიდებელ კრებაზე საქართველოს ეკლესიის დელეგაციის დასწრება-არ დასწრების და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის საკითხს ყოველთვის მნიშვნელოვანი როლი ენიჭება, რადგან ილია მეორეს სიტყვას უდიდესი გავლენა აქვს და მისი პოზიცია მნიშვნელოვანია დანარჩენი ეკლესიების წარმომადგენლებისთვის.
ეკლესიაში დაგეგმილ არეულობას ხელს უწყობენ კონკრეტული სასულიერო პირები და მე თავს შევიკავებ მათი დასახელებისგან, რამდენიმე ადამიანმა მიანიშნა კიდეც, რომ პროცესები გარე ძალების მიერ მართულია, თუმცა საუბრისგან ყველა თავს იკავებს, რადგან არსებობს საფრთხე, რომ აფხაზეთის ეკლესიას ავტოკეფალია მიანიჭონ. შესაბამისად, საქართველოს საპატრიარქო გონივრულ სიჩუმეს ინარჩუნებს და შესაძლოა, პატრიარქიც ამიტომ დუმს, რომ მსოფლიო პატრიარქის რაიმე ფორმით არაჯანსაღ კონტექსტში ხსენება არ მოხდეს და მან საპასუხოდ, აფხაზეთის ეკლესიას ავტოკეფალია არ მიანიჭოს, რისი ჩანაფიქრიც არსებობს.
არ ვიცი, რამდენად მისაღები იქნება ჩემი აზრი კონკრეტული ადამიანებისთვის, მე არც პოლემიკაში ჩავერთვები, არც კომენტარებს ვუპასუხებ, გითხარით ის, რაც ვიცი, რომ ეს არის დადგმული სცენარი, რომლის მიხედვითაც საპატრიარქოში არეულობას აწყობენ მსოფლიო პატრიარქი და მასთან დაკავშირებული პირები. შესაბამისად, დღეს საზოგადოებაც და ყველა ინსტიტუტიც ერთად უნდა დადგეს, რომ აფხაზეთის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება არ მოხდეს. ყველაფერი, რასაც ვუყურებთ და ვისმენთ აბსურდია, რადგან დღეს უდიდესი პრობლემა წყდება, რასაც საქართველოს ეკლესიისგან აფხაზეთის ეკლესიის გამოყოფის მცდელობა ჰქვია და რასაც წლების მანძილზე უწმინდესი უფრთხილდება-წერს ჟურნალისტი, პოლიტიკური პიარსპეციალისტი რაულ ქირია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშირატომ შეარქვა ჭყონდიდის მიტროპოლიტს „დონ პეტრე“ და რა ინფორმაცია მიაწოდა მეუფის შესახებ „ვერსიას“ კახა მიქაიამ
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: რუსთავი2 გადასულია საგანგებო რეჟიმზე, რაშიც იგულისხმება ტელეკომპანიის შიგნიდან გამაგრება