რაულ ქირია: რთული ვითარებაა კიევში-ქართული სანომრე ნიშნებით მანქანებს შუშებს უმსხვრევენ

“მოკლედ, არ მინდოდა ასე ღიად დამეწერა, მაგრამ რთული ვითარებაა კიევში, ქართული სანომრე ნიშნებით მანქანებს შუშებს უმსხვრევენ, ჩემს შემთხვევაში წინა “ფარები” მომპარეს, პოლიცია, რომელიც ადგილზე მოვიდა ჩვეულებრივ ფაქტად ჩათვალა, არც კრიმინალისტები მოსულან, არც ანაბეჭდები გაუკეთებიათ, მიუხედავად უკრაინის შს სამინისტროს ადმინისტრაციის წარმომადგენლების ჩარევისა ამ დრომდე არაფერი გარკვეულა, პოლიციიდან დამირეკეს და მხოლოდ ჩემი უკრაინაში ჩამოსვლის თარიღი მკითხეს! სრული განუკითხაობაა, საზღვარზე არსებულ პრობლემებს დაემატა მანქანების შუშების მსხვრევა და ნაწილების მოხსნა, პასუხის გამცემი კი არავინაა”-წერს ჟურნალისტი რაულ ქირია ” ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/toka.rusishvili/videos/1976063269074522/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

banner
წინა სტატიაშითურქეთში ძაღლთან სექსის გამო 82 წლის მოხუცი დააკავეს (ვიდეო)
შემდეგი სტატიაზუგდიდის ბაზრის გარეპერიმეტრი ზედამხედველობის სამსახურმა გარემოვაჭრეების დახლებისგან დაცალა