რაულ კასტრო: ქვეყანას მოხუცები არ უნდა მართავდნენ

რაულ კასტრო: ქვეყანას მოხუცები არ უნდა მართავდნენ

რაულ კასტრო: ქვეყანას მოხუცები არ უნდა მართავდნენრაულ კასტროს თქმით, კომუნისტური პარტიის მომავალი ლიდერი არ უნდა იყოს 70 წელზე მეტის. მან აღნიშნა, რომ დროა გზა ახალგაზრდებს დაუთმონ, მოხუცებმა კი უკან გაიჩოჩონ, რომ ადგილი საკუთარ შვილიშვილებს გაუნთავისუფლონ.
თუმცაღა, ვეტერანები ასევე შიშობენ, რომ კომპარტია მათი წასვლის შემდეგ ვერ იარსებებს. ახლანდელი კუბელი ლიდერები 1959 წლის რევოლუციაში მონაწილეობდნენ და მათ დიდი ხანია 70-ს გადააბიჯეს, ზოგიერთი მათგანი 80 წლისაც არის, თვითონ რაულ კასტრო 84 წლისაა.

აღნიშნული წინადადება რაულ კასტრომ პარტიის ყრილობაზე თქვა და მას დარბაზი სიჩუმით შეხვდა.
“არ იფიქროთ, რომ თუკი თქვენ არ მართავთ ქვეყანას, თქვენ არ ვარგიხართ არაფრისთვის” – უპასუხა კასტრომ დარბაზის სიჩუმეს და პარტიის ვეტერანებს სთხოვა, უფრო მეტი დრო გაატარონ საკუთარ შვილიშვილებთან.

banner
წინა სტატიაში( video) აფხაზეთში უძრავის ქონების გაყიდვის შესახებ დაპირპირება პიკს აღწევს
შემდეგი სტატიაეკვადორიაში მიწისძვრას 233 ადამიანი ემსხვერპლა