“რატომღაც გაჩნდა სურვილი, რომ ისინი ყოფილიყვნენ პირველ ხუთეულში” – გიგლა ბარამიძე თანაგუნდელების წასვლის მიზეზებზე საუბრობს

ნინო ბურჯანაძის თანაგუნდელები მათი პარტიიდან საკრებულოს წევრების წასვლის მიზეზებს აფასებენ. გიგლა ბარამიძის განცხადებით საკრებულოს დეპუტატებმა გადაწყვეტილება სავარაუდოდ საარჩევნო სიების გამო მიიღეს, პარტიის პოლიტიკური მდივნის თქმით, მათ სურვილი ჰქონდათ სიის პირველ ხუთეულში ყოფილიყვნენ.

“ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობ, მე თავად პოლიტიკური მდივანი ვარ და ჯერ კიდევ არ ვიცი სიები როგორ ჩამოყალიბდება ორ-სამ დღეში. ამაზე ჩვენ საუბარი სერიოზული არ გვქონია იმიტომ, რომ ძირითადი ბირთვი ვიცით, ვისაც ახლა მოუწევს ვინც ახლა უნდა იყოს პარტიის სახე და ალბათ მათ იგრძნეს, რომ ეს არ იყო და ამიტომაც მოხდა ასეთი ტრანსფორმაცია,“ – განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

banner
წინა სტატიაშიისნის რაიონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულების მკურნალობის ხარჯებს მერია აანაზღაურებს
შემდეგი სტატიადავით ჯანდიერი: აუდიტის სამსახურის მიზანია, პარტიის საარჩევნო რეჟიმის პარალიზება მოახდინოს